"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ თქვა, რომ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი გუნდს არ გამოიცვლის.
"ვადასტურებ, გრიზმანი არსადაც არ წავა. ეს 1 000%-ით გადაწყვეტილია", - განუცხადა სერესომ ტელეარხ RTVE-ს ჟურნალისტებს პროგრამა El Rondo-ში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიზმანმა "ბარსელონას" სპორტულ დირექტორთან ერიკ აბიდალთან მისი შესაძლო ტრანსფერი განიხილა.
მიმდინარე სეზონში ლა ლიგაზე 28 წლის ფორვარდმა 29 მატჩში 12 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.