იმის გამო, რომ ლეო მესის მაისური გაუცვალა, "ესპანიოლის" ფეხბურთელს ფანებმა ნაბიჭვარი და იუდა უწოდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ნამატჩევს არავის არ სთხოვს მაისურას გაცვლას, მას კი ამისათვის სისტემატურად მიმართავენ. გასულ უქმეებზე მესიმ "ესპანიოლს" დუბლი შეუსრულა და მაისურა მეტოქე გუნდის 20 წლის მცველმა ადრია პედროსამ გაუცვალა.

ეს კი "ესპანიოლის" ფანებს არ მოეწონათ და სოციალურ ქსელში ნაბიჭვარი, განავალი და იუდა უწოდეს, ზოგიერთმა კი მშობლიური გუნდის დატოვება მოსთხოვა.

ამ ორ კლუბს შორის მუდამ დიდი დაპირისპირებაა, "ბარსელონას" გულშემატკივრები თვლიან, რომ "ესპანიოლი" მათი ქალაქის კი არა გარეუბნის გუნდია. "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ ერთ-ერთ ტეალეარხზე, საღამოს შოუში, La Resistencia-ში თქვა,
რომ "ესპანიოლის" ბიუჯეტზე უფრო დიდი ხელფასი აქვს.

არც "ესპანიოლის" ქომაგები რჩებიან ვალში, თამაშებისას მღერიან, რომ პიკე თხაა, მისი მეუღლე შაკირა კი კუდიანია, ხოლო გასულ სეზონში ბანერი გამოფინეს:"შაკირა ყველასათვის".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლა რა ნაბიჭვარი ქომაგები ყოლია ესპანიოლს. მადლობაც უთხარით ლეოს მაისურზე.
luka
02 აპრილი 2019 10:49
6
"ესპანიოლი" ბარასს რომ ეჯიბრება, ეს ისეთია მიშა მფორთხავი კაცებს კაცობაში რომ გაეჯიბროს. ჭორვილელებმა რა დაგიშავეს რეგვე?
Amberki
02 აპრილი 2019 10:19
8
მიშა რა შუაშია?სხვა ვერაფერი მოიფიქრე?თუ პუტინის მონა ხარ და გავალებენ მიშა ლანძღეო.მალე გაქრებით საქართველოსან ქვეყნის მოღალატეები
ვახო
02 აპრილი 2019 11:29
9
შაკირა ყველასათვის მაგარი იყო :D :D ! ისე რა უბედურებაა? სპორტია და ხალხმა უნდა ისიამოვნოს. თუ ასეთ ზიზღს იწვევს, რა აზრი აქვს? მაისური გაუცვალა მესის, კაცი ხომ არ მოუკლავს?
: )))))))
02 აპრილი 2019 10:04
0
ბიჯო ყველა ჭორვილიდან ხართ? რის მაისურა?
niko
02 აპრილი 2019 06:16
6
ჭორვილი? :)) როგორც მაისურა არის სწორი სახელი, ასევეა ჭორვილიც :))
თემო
02 აპრილი 2019 10:33
0
მეც ეგ მაინტერესებს, საიდან მოვიდა ეს მაისურა? არადა, ძალიან ხშირად წერენ ბოლო დროს და იქნებ სწორი ფორმაა?
სიკო
02 აპრილი 2019 10:07
0

სიახლეები პოპულარული