იმის გამო, რომ ლეო მესის მაისური გაუცვალა, "ესპანიოლის" ფეხბურთელს ფანებმა ნაბიჭვარი და იუდა უწოდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ნამატჩევს არავის არ სთხოვს მაისურას გაცვლას, მას კი ამისათვის სისტემატურად მიმართავენ. გასულ უქმეებზე მესიმ "ესპანიოლს" დუბლი შეუსრულა და მაისურა მეტოქე გუნდის 20 წლის მცველმა ადრია პედროსამ გაუცვალა.

ეს კი "ესპანიოლის" ფანებს არ მოეწონათ და სოციალურ ქსელში ნაბიჭვარი, განავალი და იუდა უწოდეს, ზოგიერთმა კი მშობლიური გუნდის დატოვება მოსთხოვა.

ამ ორ კლუბს შორის მუდამ დიდი დაპირისპირებაა, "ბარსელონას" გულშემატკივრები თვლიან, რომ "ესპანიოლი" მათი ქალაქის კი არა გარეუბნის გუნდია. "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ ერთ-ერთ ტეალეარხზე, საღამოს შოუში, La Resistencia-ში თქვა,
რომ "ესპანიოლის" ბიუჯეტზე უფრო დიდი ხელფასი აქვს.

არც "ესპანიოლის" ქომაგები რჩებიან ვალში, თამაშებისას მღერიან, რომ პიკე თხაა, მისი მეუღლე შაკირა კი კუდიანია, ხოლო გასულ სეზონში ბანერი გამოფინეს:"შაკირა ყველასათვის".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლა რა ნაბიჭვარი ქომაგები ყოლია ესპანიოლს. მადლობაც უთხარით ლეოს მაისურზე.
luka
10:49 02-04-2019
6
"ესპანიოლი" ბარასს რომ ეჯიბრება, ეს ისეთია მიშა მფორთხავი კაცებს კაცობაში რომ გაეჯიბროს. ჭორვილელებმა რა დაგიშავეს რეგვე?
Amberki
10:19 02-04-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული