როგორი იქნება ახალი "სანტიაგო ბერნაბეუ" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის პროექტი წარადგინა. პრეზენტაციას, რომელსაც მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უძღვებოდა, მადრიდის მერი მანუელა კარმენაც ესწრებოდა.

რეკონსტრუქცია 42 თვეში დასრულდება და 1947 წლის 14 დეკემბერს გახსნილი სტადიონი სრულიად ახალ სახეს მიიღებს.

"ეს არის ადგილი, სადაც "მადრიდისტების" გრძნობები ერთიანდება ერთ დიდ სიყვარულში, რომელიც უკვე 117 წელია ერთმანეთს გვაკავშირებს. "რეალი" არის ყველას კლუბი და ის ყველასთვისაა. ეს ქალაქისა და კლუბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია.

კლუბში მოსვლიდან დღემდე, სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას 500 მილიონი ევრო დავახარჯეთ, ახლა კი ვიწყებთ პროექტს,
რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2011 წელს ჩავუყარეთ.

"სანტიაგო ბერნაბეუ" მომავლის საუკეთესო სტადიონი იქნება", - განაცხადა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა.

რეკონსტრუქციის პროექტის ამსახველ ვიდეომასალას გამოცემა AS-ი ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვარ ზოგადად შურიანი კაცი, მარა შემშურა ნამეტანი თეთრად :)
Irakli Apkhaidze
17:55 02-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული