ლეო მესის "ესპანიოლთან" გატანილი გოლი ჩაუთვალეს

AutoSharing Option
"მარკამ" გადახედა თავის გადაწყვეტილებას და თავდამსხმელ ლეო მესის "ესპანიოლის" კარში საჯარიმოდან გატანილი გოლი აქტივში ჩაუთვალა.

თავიდან "მარკამ" ეს გოლი პროტოკოლში ვიქტორ სანჩესისგან ავტოგოლად გააფორმა, რადგან მესის დარტყმული ბურთი სანჩესს მოხვდა და რიკოშეტით გავიდა კარში.

შეიქმნა შვიდკაციანი კომისია, რომელმაც გოლი საბოლოოდ მესის ჩაუთვალა - ოთხმა მესის დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. მხარდამჭერებმა მიიჩნიეს, რომ გოლი რიკოშეტის გარეშეც გავიდოდა და მეკარე დიეგო ლოპესი ნებისმიერ შემთხვევაში უძლური იყო.

ეს მნიშვნელოვანია "ოქროს ბუცის" პრიზისათვის, რომელსაც European Sports Media გადასცემს, მას კი სტატისტიკურ ინფორმაციას
"მარკა" აწვდის.

ასე რომ, ახლა მესის ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე ოფიციალურად 31 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეო, წინ ოქროს ბუცისკენ! და ოქროს ბურთისკენ! ყველაზე ღირსეული კანდიდატი შენ ხარ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული