"რეალს" ამჟამად გუნდში სამი მეკარე ჰყავს და საინტერესოა, რომელი იქნება ძირითადი.
მადრიდული გაზეთი ABC ირწმუნება, რომ მომავალ სეზონში გუნდის ნომერ პირველი გოლკიპერი ტიბო კურტუა გახდება, რომელიც 2018 წლის ზაფხულში "ჩელსისგან" 35 მილიონ ევროდ შეიძინეს.
კურტუას დუბლიორი სავარაუდოდ კეილორ ნავასი იქნება. მას არ მოსწონს სათადარიგოობა, თუმცა მზადაა დარჩეს და იმასაც ამბობს, რომ თუ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ეტყვის, ბლანკოსს დატოვებს.
ზინედინის 20 წლის შვილმა ლიუკამ პირველად ითამაშა პირველ გუნდში ლა ლიგას 29-ე ტურში "უესკასთან" (3:2) და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ლიუკას "სამეფო კლუბთან"
კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და El Confidencial-ის მტკიცებით, "ბაზელში" გადაბარგდება.
იმ შემთხვევაში, თუ "რეალიდან" ნავასიც აიბარგა და ლიუკა ზიდანიც, "ლეგანესში" განათხოვრებულ უკრაინელ ანდრეი ლუნინს დააბრუნებენ.