შაბათს 6 აპრილს ლა ლიგაში სეზონის მთავარი თამაშია და არც ევროპული მასშტაბის ნაკლებობაზე დაიჩივლებს - "კამპ ნოუზე" "ატლეტიკო" ჩადის.
დიეგო სიმეონეს გუნდს საჩემპიონო ინტრიგის გასაღვივებლად ბარსელონაში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება.
ასეთ შემთხვევაში, ლიდერთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შემცირდება, რომლის აღმოფხვრაც მომდევნო 7 ტურში უკვე აღარ იქნება ფანტასტიკის სფერო. აი, "ბარსელონას" გამარჯვება კი საჩემპიონო ინტრიგას რეალურად მოკლავს - ერნესტო ვალვერდეს გუნდი წინ 11 ქულით გაიჭრება, რაც ჩემპიონობის ტოლფასია.
"კამპ ნოუზე" მოგება ადვილი სათქმელია, შესასრულებლად კი ძალიან ძნელი. მით უფრო, დიეგო სიმეონეს გუნდისთვის, რომელსაც
"ატლეტიკომ" "ბარსას" ბოლოს ზუსტად სამი წლის წინათ ჩემპიონთა ლიგაზე მოუგო, "კამპ ნოუზე" ბოლო მოგება კი 2006 წლით თარიღდება. მაშინ ფერნანდო ტორესის დუბლის წყალობით მადრიდელებმა კატალონიელებს 3:1 მოუგეს. მაშინ ვინც ითამაშა, იმათგან ახლა მხოლოდ ლეო მესი შემორჩა "ბარსას", "ატლეტიკოს" კი - არავინ.
მასპინძლებს არ ეყოლებათ რაფინია, ალბათ, არც დემბელე და სილესენი, სტუმართა რიგებში გამორიცხულია "ბაიერნის" მოთამაშე ლუკა ერნანდესის თამაში. არ იქნება არც მისი თანამემამულე თომა ლემარი. ტრავმების გამო დააკლდებიან გუნდს დიეგო კოშტა და, დიდი ალბათობით, ალვარო მორატაც.
"რეალი", რომელიც საჩემპიონო რბოლაში საბოლოოდ "მესტალიაზე" დამარცხდა, "ეიბარს" მასპინძლობს და "ატლეტიკოს" ფეხის დაცდენას დაელოდება. ზინედინ ზიდანი მიწაზე ვალენსიაში დაუშვეს. ძალზე დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მეოთხე საგზურისთვის.
ამ საგზურისთვის "ვალენსია", "სევილია", "ხეტაფე", "ალავესი", "ბეტისი" და "ბილბაო" იბრძვიან. კანდიდატებს შორის "ღამურებისა" და ბასკების გამოჩენა ნამდვილი სასწაულის ტოლფასია, თუ ამ გუნდების მიერ პირველ წრეში ნაჩვენებ თამაშს გავითვალისწინებთ.
ფაქტები
- "ბარსელონას" ლა ლიგაში უკვე 18 მატჩია, რაც არ წაუგია.
- "ბარსელონას" ასევე ბოლო 18 მატჩია, რაც არ წაუგია შინ "ატლეტიკოსთან" ყველა შეჯიბრებაში.
- "ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 7 ტურიდან 6-ში გოლი არ გაუშვა.
- "ბარსელონამ" კამპ ნოუზე ბოლო 11 მატჩიდან (ლა ლიგა) 10-ში 2 ან მეტი გოლი გაიტანა.
შაბათი, 6 აპრილი
ჟირონა-ესპანიოლი 15:00რეალი-ეიბარი 18:15
რაიო ვალეკანო-ვალენსია 20:30
ბარსელონა-ატლეტიკო 22:45
კვირა, 7 აპრილი
ალავესი-ლეგანესი 14:00ხეტაფე-ბილბაო 16:00
ვალიადოლიდი-სევილია 18:15
სელტა-სოსიედადი 20:30
ლევანტე-უესკა 20:30
ბეტისი-ვილიარეალი 22:45
ბომბარდირები: 32 - მესი (ბარსელონა); 19 - სუარესი (ბარსელონა); 17 - სტუანი (ჟირონა); 16 - ბენ იედერი (სევილია); 15 - ბენზემა (რეალი).
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"