ზინედინ ზიდანი: ვწუხვარ მათ გამო, ვინც ფიქრობს, რომ ლუკა მოდრიჩი "ოქროს ბურთს" არ იმსახურებდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის თქმით, მისი გუნდის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებდა.

ფრანგმა სპეციალისტმა მადრიდის "რეალში" მის ყოფილ კოლეგას, რადომირ ანტიჩს უპასუხა, რომელიც "სამეფო კლუბს" 1991-92 წლებში წვრთნიდა.

"ყველას აქვს უფლება, ის თქვას, რაც სურს. თუმცა, ვწუხვარ მათ გამო. ლუკამ დაიმსახურა "ოქროს ბურთი", მან ეს შრომით და საკუთარი უნარებით მოიპოვა. თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს, ვწუხვარ. ისე ჩანს, თითქოს გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ", - განაცხადა ზიდანმა.

ლუკა მოდრიჩმა
"ოქროს ბურთი" 2018 წლის 9 ოქტომბერს მიიღო. მან კრიშტიანო რონალდოსა და ანტუან გრიზმანს აჯობა.

ხორვატმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა (2:4).

altრადომირ ანტიჩი: რატომ გადასცეს მოდრიჩს "ოქროს ბურთი"? - ვერც გოლი ვერ გააქვს და ვერც საგოლე გადაცემას ვერ აკეთებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული