"რეალის", "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს რადომირ ანტიჩს მიაჩნია, რომ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "ოქროს ბურთი" არ დაიმსახურა.
"ერთი ეს გამაგებინეთ, როდის შემდეგ გახდა მოდრიჩი საუკეთესო პლეიმეიკერი, თუ საგოლე გადაცემის გაკეთებაც კი არ შეუძლია? აღარაფერს ვამბობ "ოქროს ბურთზე". ამაზე ლაპარაკს აზრიც კი არა აქვს. მას ხომ ვერც გოლი ვერ გააქვს და ვერც საგოლე გადაცემას ვერ აკეთებს", - განუცხადა ანტიჩმა "მუნდო დეპორტივოს".
გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მოდრიჩმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.