"ბარსელონამ" კაცნაკლული "ატლეტიკო" ბოლოს გატეხა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ლა ლიგას 31-ე ტურში "ბარსელონამ" ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტი "ატლეტიკო" სახლში 2:0 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა 28-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო კოსტა გააძევა (არბიტრს შეაგინა), რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მადრიდულმა გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს და მხოლოდ შეხვედრის დასასრულს დანებდა.

უნდა აღინიშნოს მადრიდელთა მეკარე იან ობლაკის დიდებული თამაში - მან ამ სეზონში კარში დარტყმული 100 ბურთიდან 81 მოიგერია და ამ მაჩვენებლით ტოპ 5-ის ლიგების გოლკიპერებს შორის საუკეთესოა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე "ბარსა" როხიბლანკოს 11 ქულით
გაექცა და პრაქტიკულად მოიპოვა ოქროს მედლები.

მესიმ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე 33-ე გოლი გაიტანა, მან ესპანეთის ჩემპიონატზე 335-ე გამარჯვება იზეიმა და იკერ კასილიასის რეკორდი დაამხო.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 92 453 მაყურებელი
ბარსელონა - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 სუარესი (85), მესი (86)
გაძევება: დიეგო კოსტა (28)

მკითხველის კომენტარები / 3 /
არაფრის გამო? არაფრის გამო კიარა სტადიონზე ცხვირპირი როარ დაამტვრია კოშტას მადლობა თქვას.
beso
12:19 07-04-2019
1
სამარცხვინოა 28 წუთზე არაფრის გამო კაცის გაგდება
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული