"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, რომლის მიმართაც ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება გამორიცხა.
26 წლის ბრაზილიელის მტკიცებით, ის ესპანეთში ბედნიერია და გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს.
"ჩემი ფიქრები მხოლოდ ბარსელონას უკავშირდება, ინგლისში დაბრუნება ჩემს გეგმებში არ შედის. ეს ჩემი მეორე სეზონია, აქ ტიტულები მაქვს მოგებული, მაგრამ მე ამბიციური და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ადამიანი ვარ.
ყოველთვის უფრო მეტის მიღწევა მსურს. მე ბედნიერი ვარ. ესპანეთში თამაში მინდოდა და ახლა ამ ქვეყნის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ.
"იუნაიტედთან" დაპირისპირება რთული იქნება.
მათ ასპარეზობიდან პსჟ გამოთიშეს და უკვე აჩვენეს ყველას, რისი გაკეთება შეუძლიათ. შანსები 50/50-ზე იქნება.
"ოლდ ტრაფორდზე" თამაში ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა, რომელიც შეიძლება ფეხბურთელს ჰქონდეს. ატმოსფერო და ამ სტადიონის ისტორია უბრალოდ ფანტასტიკურია და თუ ამ სტადიონზე წარმატებას აღწევ, ეს ორმაგად სასიამოვნო და დაუვიწყარია.
არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული რჩევა ჩემი თანაგუნდელებისთვის, რადგან ისინი მიჩვეულები არიან დიდ თამაშებს, თანაც მეორე თამაშს შინ ვითამაშებთ. ყველას ნახევარფინალში გასვლა გვსურს.
"ლივერპულში" თითქმის ხუთი სეზონი გავატარე და "ოლდ ტრაფორდზე" მქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი შედეგებიც. ამიტომ წარსულზე არ ვფიქრობ. მე მხოლოდ აწმყოზე და "იუნაიტედის" დამარცხებაზე ვფიქრობ", - განაცხადა კოუტინიომ.
მომზადებულია Mirror-ის მიხედვით
"ბარსელონამ" კაცნაკლული "ატლეტიკო" ბოლოს გატეხა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
ფილიპე კოუტინიოს შეძენა 3 ტოპ-კლუბს სურს
ხრისტო სტოიჩკოვი ფილიპე კოუტინიოს ურჩევს არ დატოვოს "ბარსელონა"
"ბარსელონა" პსჟ-ს კილიან მბაპეს სანაცვლოდ ფილიპე კოუტინიოს და 150 მილიონ ევროს სთავაზობს