ზაფხულში "ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.
26 წლის ბრაზილიელის გარემოცვის წევრებს უკვე დაუკავშირდნენ პსჟ-ის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ლონდონის "ჩელსის" წარმომადგენლები.
Sport.es-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას კოუტინიოს შეძენა მისმა თანამემამულემ, ნეიმარმა სთხოვა.
"ჩელსი" კოუტინიოში ედენ აზარის სავარაუდო შემცვლელს ხედავს იმ შემთხვევისთვის, თუ ბელგიელი შემტევი ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადავა.
რაც შეეხება "იუნაიტედს", კოუტინიოს მიმართ ინტერესს ისინიც იჩენენ, თუმცა პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზანს ბრაზილიელი არ წარმოადგენს.
"რეალი" რაფაელ ვარანის შემცვლელს ეძებს - ზიდანს კულიბალი უნდა, პერესს ხიმენესი
"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ანტუან გრიზმანი 1 000%-ით გუნდში დარჩება