ლუის სუარესს "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელება უნდა

AutoSharing Option
32 წლის ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს "ბარსელონასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

სუარესს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მისი გაგრძელება უნდა.

ლუისის ასაკის და მუხლის პრობლემის მიუხედავად, "ბარსელონა" ალბათ, სუარესის შეთავაზებას დათანხმდება.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების 30 მატჩში მან 20 გოლი გაიტანა (3 პენალტით) და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთ ფეხბურთელებს, უპირობოდ უნდა გაუხანგრძლივონ კონტრაქტი. არც უნდა დაფიქრდნენ. პისტოლეტო ბარსას სჭირდები.
koba
13:30 10-04-2019
0

სიახლეები პოპულარული