"ბარსელონა" "უესკასთან" თითქმის დუბლებით ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" "უესკასთან" ლა ლიგას 32-ე ტურში ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით ითამაშებს.

იმის გამო, რომ 16 აპრილს "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერს" ხვდება, მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს.

მან უესკაში თან არ იახლა ლეო მესი, ლუის სუარესი, ჟერარდ პიკე, ივან რაკიტიჩი, სერხი ბუსკეტსი და სერხი რობერტო.

ვალვერდემ თქვა, რომ მესის სახე ისეთ მდგომარეობაში აქვს, გეგონება სატვირთო ავტომობილმა გადაუარა, ჩემპიონობის მოსაპოვებლად 10 ქულაღა სჭირდებათ და გარისკვად არ ღირს.

"უესკასა" და "ბარსელონას" მატჩი დღეს, 13 აპრილს თბილისის დროით 18:15 საათზე
დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული