კრის სმოლინგმა ლიონელ მესისთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა კრის სმოლინგმა ოთშაბათს, 10 აპრილს, ლიონელ მესისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას სმოლინგმა არგენტინელს ცხვირი და თვალი დაუზიანა.

"მატჩის შემდგომ ერთმანეთს ვესაუბრეთ და ხელი ჩამოვართვით. მან (მესიმ) იცის, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო. მისთვის მსგავსი ზიანის მიყენება არც მიფიქრია.

მოედანზე ყოველთვის ცდილობ, რომ ბოლომდე დაიხარჯო და ასეთი ბრძოლებიც ხშირადაა, თუმცა კარგია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ", - განუცხადა 29 წლის მცველმა BBC Radio 5 Live's Football Daily podcast-ს.

"ბარსელონამ" ჩემპიონთა
ლიგის 1-ელ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" სტუმრად დაამარცხა - 1:0.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული