სიმეონემ კოშტა გააკრიტიკა: ის ცხოველია...

AutoSharing Option
Goal.com-თან საუბარში მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თავის ფეხბურთელს აკრიტიკებს. საუბარი დიეგო კოშტას ეხება.

"კოშტა ცხოველია. მას გამოსდის ჩვენთვის ზიანის მოყენება, როგორიც "ნოუ კამპზე" იყო, თან მაშინ, როცა ის ძალიან გვჭირდებოდა" - თქვა სიმეონემ.

"თუმცა, მე არ განვსჯი ხოლმე ფეხბურთელებს ერთი საქციელით, მე ვაფასებ მათ ყველაფრით, რაც გაუკეთებიათ და დიეგოს უფრო მეტი კარგი აქვს გაკეთებული, ვიდრე ცუდი", - აღნიშნა ჩოლომ.

დიეგო კოშტამ 6 აპრილს "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრაში მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ის 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და
დარჩენილ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ამ სანქციას კლუბმა ჯარიმაც დაუმატა, რის საპასუხოდაც დიეგო კოშტამ ვარჯიში შეწყვიტა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული