"მარკა" ამტკიცებს, რომ "რეალი" თავდამსხმელ გარეთ ბეილის თავიდან მოსაცილებლად ნებისმიერ დათმობაზე წავა, მაგრამ აქ რამდენიმე "მაგრამაა".
1. მარტიდანაა ცნობილი, რომ "ბლანკოსი" ბეილის გასხვისებას აპირებს, მსურველი კი ჯერაც არ გამოუჩნდა.
2. ბეილის წლიური გასამრჯელო 17 მილიონი ევროა და ის გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
3. მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო გუნდის" ფანები კარგა ხანია ვეღარ იტანენ უელსელს და ობსტრუქციას უწყობენ, ფეხბურთელს მადრიდის დატოვება ცოცხალი თავით არ უნდა, სტვენას და გინებას კი 17 მილიონად როგორმე აიტანს.
ადრე გარეთის ს
ამსახურით "მანჩესტერი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ახლა ამ გუნდსაც აღარ სურს მისი აყვანა, ვინაიდან როგორც გარი ნევილი ბრძანებს, თავისი სარეველები ჰყოფნის.
"რეალი" სარეზერვო ვარიანტად უელსელის ხამესივით იჯარით გაშვებას განიხილავს.