გარეთ ბეილი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს

AutoSharing Option
Mirror-ი აცხადებს, რომ გარეთ ბეილი, შესაძლოა, 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ იჯარის წესით "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

მადრიდელებს ბეილში 90 მილიონი ფუნტი აქვთ გადახდილი და ახლა ამხელა თანხას ბეილში არავინ გადაიხდის.

ამიტომ, "რეალი" მისი იჯარის წესით გაშვებას აპირებს, როგორც ეს ხამეს როდრიგესის შემთხვევაში მოხდა.

ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ მადრიდის "რეალი" "ბაიერნიდან" წლიურად 5 მილიონ ფუნტს იღებს. ბეილის შემთხვევაშიც იგივე წინადადება არის მოსალოდნელი.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ბეილს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს - 500 000 ფუნტი კვირაში. ასეთი ხელფასის გადახდას ყველა კლუბი
ვერ შეძლებს. "მანჩესტერ იუნაიტედში" კი ბეილის "წითლების" ფორმაში ხილვა დიდი ხანია სურთ.

ბეილის ამჟამინდელი მდგომარეობა "რეალში" არც ისე სახარბიელოა. გარდა იმისა, რომ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ მალავს, რომ ბეილი არ სჭირდება, მის მიმართ ფანებიც ნეგატიურად არიან განწყობილნი.

ბოლო შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ბეილი 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ბურთთან მის ყველა შეხებას "რეალის" გულშემატკივრების სტვენა ახლდა თან.

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ბეილის ინგლისში წასვლა მოსალოდნელი ჩანს და თან, თუ იმასაც დავუმატებთ, რაც მანჩესტერში ხდება, ეს ტრანსფერი უფრო რეალურ სახეს იძენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
38
22
10
6
26
76
38
21
5
12
17
68
38
15
16
7
16
61
38
17
8
13
15
59
38
15
14
9
13
59
38
14
11
13
-2
53
38
13
14
11
-4
53
38
13
11
14
-1
50
38
14
8
16
-8
50
38
12
11
14
-11
50
38
11
14
13
-4
47
38
11
12
15
-6
45
38
11
11
16
-7
44
38
10
11
17
-9
41
17
ვალიადოლიდი
38
10
11
17
-19
41
38
9
10
19
-16
37
19
უესკა
38
7
12
19
-22
33
20
ვალეკანო
38
8
8
22
-29
32