"ბარსელონამ" "ალავესი" მეორე ტაიმში გატეხა და 24 აპრილს შეიძლება ჩემპიონი გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აპრილს, ლა ლიგას 34-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ალავესი" 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს "ბარსას" წინააღმდეგობა, შესვენების შემდეგ კი ალენამ მათი კარი დალაშქრა, ხოლო შემდეგ პენალტით გოლი სუარესმა გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. მან კაპიტნის რანგში "ბარსაში" მე-100 მატჩი ჩაატარა.

"ბარსელონა" 80 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს", რომელიც 24 აპრილს "ვალენსიას" უმასპინძლებს, 12 ქულით გაექცა. თუ "ატლეტიკომ" წააგო, "ბარსელონა" პრიმერას დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონი
გახდება.

სუარესმა, ისევე, როგორც ბენზემამ (რეალი), მიმდინარე ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა და ისინი მხოლოდ მესის ჩამორჩებიან, რომლის ანგარიშზეც 31 მატჩში 33 გოლია.

ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 18 735 მაყურებელი
ალავესი - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ალენა (54), 0:2 სუარესი (60, პენ)
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ ირთვება ვიდეო ავტომატურად? რამდენჯერ უნდა მოვიწეროთ, რომ სანამ არ დავაჭერ ვიდეოს არ უნდა ირთვებოდეს. რა უბედურებაა იქნებ მარტო სტატიის წაკითხვა მინდა ტელეფონით ვარ შემოსული და არც მეგაბაიტები მინდა, რომ ჩამომაკლდეს.
0
სუარესს ყვინთვა ვერ გამოუვიდა ამჯერად ასეთ მატჩებში რატომღა ჭირდება ეს სიმულიანტობა სამარცხვინოა...ბარსას ვულოცავ კარგ სეზონს ატარებს წელს ვნახოდ ლიგაზე რას იზავს...
სიმართლე
08:48 24-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული