ესპანეთის სუპერთასის ფორმატი შეცვალეს და "ოთხთა" ფორმატში" გაიმართება. 2020 წელს მასში მონაწილეობას "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო" და "ვალენსია" მიიღებენ.
ამიერიდან ტურნირზე ჩემპიონი, ვერცხლისპრიზიორი, თასის მფლობელი და ფინალისტი იასპარეზებენ.
ერთ ნახევარფინალში ჩემპიონი და თასის ფინალისტი, ხოლო მეორეში ვერცხლისპრიზიორი და თასის მფლობელი შეხვდებიან.
ახალი ფორმატით სუპერთასი 2020 წლის 8-12 იანვარს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში ჩატარდება.