"ბარსამ" სრულიად განაახლა სათამაშო ფორმა და მალე ახალი დიზაინის პრეზენტაციასაც გააკეთებს. გამოხმაურებების მიხედვით, კმაყოფილნი მხოლოდ მოჭადრაკეები და ხორვატები უნდა დარჩნენ.
კვირა საღამოს ვებგვერდ Footie Headlines-ზე გამოქვეყნდა სათამაში ფორმები, რომლებშიც "ბარსას" ფეხბურთელები მომავალ სეზონს გაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა, ავსტრალიის მაღაზიებში "ბარსელონას" ოფიციალურმა პარტნიორებმა უკვე გასაყიდად გამოიტანეს.
დეკემბერში ამ ფორმების ფოტოები laliganews-ის რედაქტორმა ბენჯამინ ქრამპმა გამოაქვეყნა.
მაშინ "ბარსას" გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ეს მხოლოდ წარუმატებელი დადგმა იყო, თუმცა Footie Headlines-ის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა "ბარსას" გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა.
"საშინელებაა. წარმოუდგენელია. მაგრამ, ლეო რომ ჩაიცვამს, მერე კარგი იქნება".
"მომკალით!"
"ახლა კი ზუსტად ვიცით, რომ რაკიტიჩი არსადაც არ წავა".
"ჭადრაკის სათამაშოდ კარგია!"
მომზადებულია sport24-ის მიხედვით