"ბარსელონამ" სათამაშო ფორმა განაახლა - გულშემატკივრები შოკში არიან

AutoSharing Option
"ბარსამ" სრულიად განაახლა სათამაშო ფორმა და მალე ახალი დიზაინის პრეზენტაციასაც გააკეთებს. გამოხმაურებების მიხედვით, კმაყოფილნი მხოლოდ მოჭადრაკეები და ხორვატები უნდა დარჩნენ.

კვირა საღამოს ვებგვერდ Footie Headlines-ზე გამოქვეყნდა სათამაში ფორმები, რომლებშიც "ბარსას" ფეხბურთელები მომავალ სეზონს გაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა, ავსტრალიის მაღაზიებში "ბარსელონას" ოფიციალურმა პარტნიორებმა უკვე გასაყიდად გამოიტანეს.

დეკემბერში ამ ფორმების ფოტოები laliganews-ის რედაქტორმა ბენჯამინ ქრამპმა გამოაქვეყნა.

Sportall.Ge


მაშინ "ბარსას" გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ეს მხოლოდ წარუმატებელი დადგმა იყო, თუმცა Footie Headlines-ის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა "ბარსას" გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა.

ზოგიერთი მათგანი არც მალავს უკმაყოფილებას:

"საშინელებაა. წარმოუდგენელია. მაგრამ, ლეო რომ ჩაიცვამს, მერე კარგი იქნება".

"მომკალით!"

"ახლა კი ზუსტად ვიცით, რომ რაკიტიჩი არსადაც არ წავა".

"ჭადრაკის სათამაშოდ კარგია!"

Sportall.Ge

მომზადებულია sport24-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ფორმიტ ჯობია მოედანზე არ გავიდნენ
vakho gagua
03 მაისი 2019 15:42
1
Normaluria
RamLive
02 მაისი 2019 05:12
2
არანაირად არ მომწონს :)) ისტორია და ტრადიცია ბარსასი ისაა რომ საშინაო ფორმააქვთ ლურჯ და წითელ ზოლებში და ეს უბრალოდ სასაცილოა კუბიკებით :)) წარსულისადმი მეტი პატივისცემა მართებს კლუბის პრეზიდენტობას :))
T.k
02 მაისი 2019 01:44
1
Arvarga
Alex
02 მაისი 2019 00:05
1
რრრ
sss
01 მაისი 2019 16:58
1
რა უბედურებაა!!!
GAL
01 მაისი 2019 16:25
2
არ მომწონს. ისე ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.
ამო
01 მაისი 2019 15:30
2
ჯიგარო ხალხის დაცინვას ვერა
vakho gagua
04 მაისი 2019 04:21
0
Sashinelia
American
01 მაისი 2019 15:22
1
*
99
01 მაისი 2019 13:40
1
ამ ექსპერიმენტებს შეეშვან! არ შეჭამეს ტვინი ამ უგემოვნო ფორმებით? თვითონ ფეხბურთელებმა უნდა გამოსთქვან ერთი მაგარი პროტესტი. ჯერ ის ვარდისფერი ფორმები ვერ მომინელებია და ეხლა ესენი კიდევ, კარგით რა? მთელ მსოფლიოში ბარსას ტრადიციული ლურჯ-ბროწეულისფერის ნაირი ფორმებზე ლამაზი არცერთ გუნდს არ ეცვა. ისე მომწონდა და მეამაყებოდა, რომ ასეთი ლამაზი ფორმებით გამოდიოდნენ მინდორზე. რაც ვნახე საშინელებაა!
goCa
01 მაისი 2019 13:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული