sportall.ge უცვლელად გთავაზობთ ვალდესის ტექსტის თარგმანს:
"ძვირფასო იკერ, ძვირფასო მეგობარო!
ფეხბურთის სამყაროში არც ისე ბევრი ხდება მეკარე, მაგრამ თუ ამ გზას მიჰყვებიან, მათი არჩევანი განპირობებულია როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეებით, რაც მეკარეობას ახლავს თან.
შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვინც ხელთათმანებით დაიბადა. შენ გახდი იდეალი სხვა მოთამაშეებისთვის, იქეცი მიუღწეველ იდეალად თანდაყოლილი ნიჭით. შენ ისეთი ხარ, ვისაც ედრებიან, ოცნებობენ შენსავით, აღმართონ თასები და
შენ ყოველთვის იქნება მოტივატორი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეკარეობა სურს, ვისაც ფრენა შეუძლია, ვისაც ძალუძს, ეს სხვებზე უკეთ გააკეთოს, ვისაც წამოუდგენელის რეალობად ქცევა უნდა. შენ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე გადაგირჩენია საკუთარი გუნდი. შენ იყავი ის, ვისაც ეს შეეძლო. შენ იმათ აძლევ მოტივაციას, ვინც შენი ბურთთან შეხებით სიამოვნებას იღებდა.
მეგობარო, მე მემახსოვრება ყოველთვის ის, რისი გადმოცემაც მხოლოდ ემოციით შემიძლია. ვიხსენებ, როგორ ვცხოვრობდი და ვცხოვრობ იმ ნოსტალგიით, რომელიც ჩვენს დიდ მეტოქეობას გულისხმობს. როცა შენ ჩემ წინააღმდეგ იდექი, ის ბრძოლები, რომლებსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე თამაშები. და ის, რასაც მე შენთან ვარჯიშებიდან ვიღებდი.
ძვირფასო იკერ, ძვირფასო მეგობარო!
როგორც მეკარეებს, ჩვენ შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის; გვესმის იმ ზეწოლისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გაჰყვება თან.
შენი გული იმათთვის განაგრძობს ძგერას, ვისაც იმის მიღწევა სურს, რაც შენ დაიპყარი.
როგორც მეგობარი და როგორც მუდმივი მოწინააღმდეგე, მინდა გამოგიწვიო, რათა გახდე ისეთივე თეთრი ლომი, როგორიც იყავი, ოღონდ ახლა მოედნის ზოლთან.
ეს შენი მემკვიდრეობაა, შენ ის გამოგარჩევს ყველასაგან, მაგრამ დროა, ის ისტორიას მიაბარო.
როგორც მეკარე - მეკარეს
ვ.ვ."
კარდიოლოგმა იკერ კასილიასთან დაკავშირებით სავალალო დასკვნა გააჟღერა