გავლენიანი Goal.com-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მატიას დე ლიხტის ტრანსფერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
გამოცემის ცნობით, კატალონიურ კლუბს გარიგება 70-75 მილიონი ევრო დაუჯდება.
რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის "აიაქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ მათი კლუბის კაპიტანი კარიერას ესპანეთში ან ინგლისში გააგრძელებდა.
"ბარსელონამ" ამსტერდამული კლუბიდან უკვე შეიძინა ფრენკი დე იონგი, რომელშიც 75 მილიონი ევრო გადაიხადა და ის "ბლაუგრანას" მომავალი სეზონიდან შეუერთდება.