სანტი კასორლა ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
სანტი კასორლა გასაოცარი ფეხბურთელია. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სანტიმ 10 ოპერაცია გაიკეთა ფეხზე. შარშან ზაფხულში უკლუბოდ დარჩა, რადგან ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი დაუმთავრდა.

34 წლის კასორლა მშობლიურ "ვილიარეალში" დაბრუნდა, გმირულად იბრძოლა კლუბის ლა ლიგაში დასარჩენად და მოახერხა კიდეც ამის გაკეთება. მისი კარგი თამაში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ესპანეთის ეროვნულ გუნდში უხმეს.

კასორლამ ამ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო დროს სანტის არანაირი ტრავმა არ მიუღია და 2019 წელს თითქმის შეუცვლელად თამაშობს.

ესპანელმა ფეხბურთელმა,
რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 77 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ბოლოს ეროვნული გუნდის მაისური 4 წლის წინ მოირგო.


მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული