მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" უცნაური სტრატეგიით ათამაშებს და ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე ფიასკოს განიცდის. სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი "ბარსას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ.
"ვფიქრობ, "ბარსელონა" მოედანზე ისევ უნდა დომინირებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ამას ისტორია ადასტურებს: ეს ტურნირი პირველად მაშინ მოვიგეთ, როდესაც ვდომინირებდით. სამწუხაროდ, ახლა საქმე სხვაგვარადაა", - განუცხადა ხავიმ Goal-ს.
ხავიმ ორიოდ დღის წინ თქვა, რომ მწვრთნელობას აპირებს და მომავალში სურს მშობლიურ გუნდს ჩაუდგეს სათავეში.