AS-ის ცნობით, თუ "ბარსელონამ" ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსია" დაამარცხა, საჩემპიონო ღონისძიებებს არ გამართავს.
გამოცემის მტკიცებით, მატჩის შემდეგ "ბარსას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ფეხბურთელებს შვებულებაში გაუშვებს, ვინაიდან 3 ივნისს ნაკრებებში უნდა გამოცხადნენ და თამაშებისთვის მოემზადონ.
"ბარსელონასა" და "ვალენსიას" მატჩი 25 მაისს სევილიას "ბენიტო ვილიამარინის" სტადიონზე ჩატარდება.