"ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს - მას, სავარაუდოდ, რობერტო მარტინესი შეცვლის

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს. ეს ინფორმაცია El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა ხოაკიმ დომენეკმა გაავრცელა.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა გუნდის ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე წარუმატებლობით და ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსამ" მოლაპარაკება წამოიწყო ბელგიის ნაკრების თავკაცთან, რობერტო მარტინესთან. მარტინესი თანახმაა, შეთავაზებას დათანხმდეს, მაგრამ იქამდე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოელაპარაკოს.

სხვათა შორის, მარტინესი კატალონიელია. ის ავტონომიური გაერთიანების დასავლეთით მდებარე ქალაქ ბალაგერშია დაბადებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გინდათ ჩემპიონთა ლიგის მოგება რად გინდათ მწვრთვნელების ცვლა უბრალოდ იყიდეთ კრიშტიანო და აგაწევინებთ ყურებიან თასს.გარანტია? 5 წელიწადში 4 თასი
კეთილისმსურველი
29 მაისი 2019 18:03
3
გვარდიოლას ტიკიტაკი ცენტრში 50 პასით ფეხბურთის პროვოკაციაა.ამიტომაცაა ჩ.ლ-ას ვერც თვითონ იგებს და ვერც მისი დანატოვარი ბარსა და ბაიერნი.პრინციპულ თამაშებს ყოველთვის შემტევი,მებრძოლი გუნდები უგებენ.
ასეა ეს
29 მაისი 2019 17:54
4
არც ლუის ანრიკე,არც პეპი არ ყოფილან გრანდები ბარსამდე,მათი წარმატების მიზეზი იყო იმ საფეხბურთო ფილოსოფიის გაზიარება,რაც ბარსას კრუიფმა დაუტოვა და რისთვისაც გვიყვარს უამრავ გულშემატკივარს...
ვახო
29 მაისი 2019 13:20
1
ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის,არაფრით გამორჩეული მწვრთნელი რომელსაც არ აქვს გამოცდილება გრანდებში მუშაობის. იგივე შედეგი იქნება რაც იყო ასევე საშუალო დონის ვალვერდესგან. გრანდის სათავეში უნდა იდგეს გრანდი მწვრთნელი.
დადუ
29 მაისი 2019 11:17
2
ბარსას დახატავდა პეპ გვარდიოლა! ბარსას არ ეკადრება საშუალო დონის მწვრთნელები. გრანდებს სათავეში უნდა ედგეს უმაღლესი დონის მწვრთნელი! მორჩა და გათავდა.
კობა
29 მაისი 2019 11:07
6
მარტინესი არაფრით არაა ვალვერდეზე უკეთესი, უფრო პირიქით
a
29 მაისი 2019 09:21
3

სიახლეები პოპულარული