Goal: მასიმილიანო ალეგრი "ბარსელონას" ჩასაბარებლად მზადაა

AutoSharing Option
Goal-ის ცნობით, "იუვენტუსიდან" აბარგებული მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ერთი წელი ოჯახთან ერთად დასვენებას აპირებს, მაგრამ მზადაა სამუშაოს დაუბრუნდეს, თუ "ბარსელონა" უხმობს.

როგორც გამცნეთ, 28 მაისს "ბარსას" დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება. არაა გამორიცხული, მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გადააყენონ და მის ნაცვლად ალეგრი დანიშნონ.

მართალია, კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს ვალვერდეს გადაყენება არ უნდა, მაგრამ გულშემატკივრები ამას მოითხოვენ და შესაძლოა, დათმობაზე წასვლა მოუწიოს.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული