"მარკამ" "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
მან ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში 36 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცი" მეექვსედ მოიგო.
გამოცემამ სეზონის მთავარ იმედგაცრუებად გუნდებიდან "რეალი", ხოლო ფეხბურთელებიდან "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ტომას ლემარი მიიჩნია.
"ბლანკოსი" პრიმერაზე "ბარსას" 18 ქულით ჩამორჩა და ზედიზედ მეორე წელია პირველ ორეულში ვერ ხვდება, რაც უკანასკნელად 45 წლის წინ მოხდა.
რაც შეეხება ლემარს, "ატლეტიკომ" "მონაკოსგან" 72 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს გასულ წელს ესპანეთში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იყო და 31 მატჩში 3
გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.