ხულენ ლოპეტეგი "სევილიას" მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
"სევილიას" ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ხულენ ლოპეტეგი დაინიშნა და კონტრაქტი 3 წელზეა გათვლილი. 52 წლის ლოპეტეგის ბოლო კლუბი მადრიდის "რეალი" იყო, საიდანაც გასული წლის ოქტომბერში მოუწია წასვლა.

"სევილიას" უკანასკნელი მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი გახლდათ, რომელმაც პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. სეზონის ბოლოს "სევილიამ" ლა ლიგაში მე-6 პოზიცია დაიკავა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

ლოპეტეგის ადრე "რაიო ვალეკანოში", პორტუსა" და "კასტილიაში" უმუშავია. 2016-18 წლებში ის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის
დაწყების წინ დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული