48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" "ლიონის" ფეხბურთელთან, ფერლან მენდისთან კონტრაქტი გააფორმა.

"სამეფო კლუბის" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცხენა მცველმა "რეალთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ლიონის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 48 მლნ ევრო მიიღო და კიდევ 5 მლნ ევროს ბონუსების სახით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მენდი "ლიონში" 2017 წელს "ლე ავრიდან" 5 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

გასულ სეზონში მენდიმ "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ეს "სამეფო კლუბის" მესამე შენაძენია ზაფხულის სატრანსფერო
ფანჯრის დროს. "რეალმა" აქამდე ლუკა იოვიჩისა (აინტრახტი) და ედენ აზარის (ჩელსი) დამატების შესახებ გამოაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული