ედენ აზარი: ლუკა მოდრიჩმა 10 ნომერი არ მომცა

AutoSharing Option
"რეალში" ჩატარებულ პრეზენტაციაზე ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა დაიჩივლა, რომ თავისი საყვარელი 10-ნომრიანი მაისურით ვერ ითამაშებს.

"ამ მომენტზე ვოცნებობდი, რადგან "რეალს" ბავშვობიდან ვქომაგობ. ბედნიერება მქონდა, ლუკა მოდრიჩს კოვაჩიჩის მეშვეობით გავსაუბრებოდი და ხუმრობით ვკითხე, ხომ არ მომცემდა თავის 10 ნომერს. უარი მითხრა.

ვეცდები, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ამისათვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო საჭირო. არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ საბოლოოდ "რეალში" გადმოვიდოდი", - ციტირებს აზარს El Chiringuito "ტვიტერით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდრიჩი თავისთავის აჩრდილია უკვე
1
ედენ 10-ნომერი, განსაკუთრებულებისაა!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული