
"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა მადრიდულ გუნდში ნახევრმცველ ედენ აზარის გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"რონალდოს ვერავინ ვერ შეცვლის. მისი დარი არავინ არ არის. აზარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ კრიშტიანოს შემცვლელი არ არის.
საქმე იმაშია, რომ აზარი ადაპტაციას მალე გაივლის, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. "რეალს" მოთამაშე სჭირდებოდა, რომელიც მის პოზიციაზე სიტუაციას შეცვლიდა", - ციტირებს მორიენტესს EFE.