მადრიდის "რეალმა" საგარეო ფორმის პრეზენტაციისთვის "გარეპა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანურმა გრანდმა მადრიდის "რეალმა" 2019/20 წლების საგარეო ფორმის კომპლექტის პრეზენტაცია მოაწყო.

სპეციალურად ამ პრეზენტაციისათვის "სამეფო კლუბმა" რეპის სტილში ჩაწერა კომპოზიცია და კლიპიც გადაიღო. "რეალის" მეორე ფორმა მუქი ლურჯი ფერისაა. მას ოქროსფერი ზოლები აქვს და მონოქრონული გერბი გულის მხარეს. ეკიპირება გერმანულმა კომპანია "ადიდასმა" დაამზადა.

შარშანდელ სეზონში მადრიდელებისთვის მეორე ფორმა წარმატებული არ ყოფილა (დიდად წარმატებული არც პირველი გახლდათ) და ვნახოთ, იქნებ წელს მოუტანოს იღბალი ახალი სტილის მაისურებმა მადრიდულ კლუბს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსგავსი უგემოვნობა კაი ხანია არ მინახავს :D
WTF?
23:58 29-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული