ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ვალენსიას" მეკარე შეიძინა

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარე ნორბერტო მურარა ნეტო კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს - ამის შესახებ კატალონიური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

მათივე ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 26 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ბონუსებით 35 მილიონამდე გაიზრდება.

ბრაზილიელმა მეკარემ "ბარსასთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის გამოსასყიდ თანხად 200 მლნ ევრო განისაზღვრა.

ნეტოს სხვადასხვა დროს "ატლეტიკო პარანაენსეს", "ფიორენტინას" და "იუვენტუსის" რიგებში უთამაშია.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს, "ბარსელონას" ჰოლანდიელი კიპერი იასპერ სილესენი "ვალენსიას" წევრი გახდა.

 

alt"ვალენსიამ" "ბარსელონას" მეკარე 35 მილიონად შეიძინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული