დანი სებალიოსი: არ მინდა, "რეალმა" გამყიდოს

AutoSharing Option
ნახევარმცველმა დანი სებალიოსმა აღიარა, რომ "რეალის" დატოვება არ უნდა.

"არ მინდა, "რეალმა" გამყიდოს. მსურს, სადაც არ უნდა ვიყო, თამაშისგან სიამოვნება მივიღო და თავი საჭირო ფეხბურთელად ვიგრძნო.

ვფიქრობ, მონავალ სეზონში ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა შემიძლია", - ციტირებს სებალიოსს AS-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" სებალიოსის 50 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს, რადგან გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მასზე იმედებს არ ამყარებს.

"რეალმა" სებალიოსი 2017 წელს "ბეტისისგან" 16.5 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში კი ლა ლიგას 23 მატჩში (13 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული