ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" მწვრთნელად დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი, რომელიც კატალონიელთა ღირსებას 2002-14 წლებში იცავდა, კლუბში დაბრუნდა.

ვალდესი "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს ჩაიბარებს. მასთან 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ვეტერან მეკარეს თითქმის მთელი კარიერა "ბლაუგრანაში" აქვს გატარებული. ის კატალონიური კლუბის აღზრდილია და 32 წლამდე "ბარსას" მთავარი მეკარე იყო.

ამის შემდეგ ვალდესმა "მანჩესტერ იუნაიტედში", "მიდლსბროსა" და ლიჟის "სტანდარტში" ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული