ანდრეს ინიესტა: "ბარსელონაში" კარიერის ბოლომდე თამაში მინდოდა

AutoSharing Option
"ვისელ კობეს" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "ბარსას" ოფიციალურ საიტთან კატალონიური კლუბის წინააღმდეგ მომავალი ამხანაგური მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ბევრჯერ მითქვამს, "ბარსელონაში" კარიერის დასრულებამდე ვითამაშებდი. დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი ჩემს მეგობრებთან ერთად "ნიუ კამპზე". თუმცა, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მე ასეთი გადაწყვეტილება 12 წლის ასაკში მივიღე, როცა აკადემიაში მივედი. 1 წლის წინ ოჯახის წევრების მხარდაჭერით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი. იაპონიაში ფეხბურთიდან სიამოვნების მისაღებად ჩამოვედი, აქ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

სასიამოვნოა, რომ აქ გადმოსვლიდან 1 წელში "ბარსელონა" ჩემს ამჟამინდელ
ქალაქს სტუმრობს. ეჭვგარეშეა, ეს ყველასთვის განსაკუთრებული შეხვედრა გამოვა. უცნაური იქნება, რომ ბუსკეტსი, ალბა და რაკიტიჩი ჩემ წინააღმდეგ ითამაშებენ. უცნაური შეგრძნებაა ჩემი ცხოვრების გუნდის წინააღმდეგ თამაში. ეს ძალიან ემოციური დღე უნდა იყოს"- გადმოსცემს ინიესტას სიტყვებს "ბარსას" ოფიციალური საიტი.

"ვისელ კობესა" და "ბარსელონას" შორის შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული