"რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ნახევარმცველ დანი სებალიოსის გუნდიდან გაშვება უნდოდა და როგორც ჩანს, მოახერხებს კიდეც.
BBC-ის ჟურნალისტი დევიდ ორნსტეინი იუწყება, რომ სებალიოსს "რეალი" ერთი სეზონით "არსენალში" გაანათხოვრებს. ორნსტეინი საიჯარო გარიგების შესახებ სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.
თავად სებალიოსი "არსენალში" გადასვლას დათანხმდა, ოღონდ შემდეგ "ბლანკოსში" დაბრუნებას აპირებს.
22 წლის სებალიოსმა გასულ სეზონში ლა ლიგის 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
დანი სებალიოსი შეიძლება "რეალში" დარჩეს
სებალიოსი "ლივერპულში" გადადის? - ზიდანი არასასურველი ფეხბურთელების მოშორებას ცდილობს