"ბარსელონამ" დანი ალვეშს დაბრუნებაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
პსჟ-დან აბარგებული 36 წლის მცველი დანი ალვეში ჯერ კიდევ უგუნდოდაა.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ მისი გუნდში დაბრუნება არ ისურვა.

გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელმა სატელეფონო საუბარში თავად შესთავაზა ბარტომეუს თავისი სამსახური, მაგრამ უარი მიიღო.

"ბარსა" მის პოზიციაზე ნელსონ სემედუს ათამაშებს და სხვა კანდიდატურას არც განიხილავს.

დანი ალვეში "ბარსელონას" ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა, კოპა ამერიკაზე კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანი "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული