"ბარსელონადან" იაპონიაში - "ვისელ კობემ" მეოთხე ბარსელონელი გაიფორმა

AutoSharing Option
იაპონურმა საფეხბურთო კლუბმა "ვისელ კობემ" ტომას ვერმალენთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ვერმალენი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

33 წის ბელგიელსა და იაპონურ კლუბს შორის კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება.

ვერმალენის ბოლო გუნდი კი "ბარსელონა" იყო, სადაც 2014 წლის შემდეგ თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ "ვისელ კობეში" "ბარსელონას" 3 ყოფილი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია და სერჟი სამპერი თამაშობენ.

რაც შეეხება ვერმალენს, ბელგიელი "ბარსელონას" გარდა "რომაში", ლონდონის "არსენალში" და ამსტერდამის "აიაქსში" გამოდიოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული