მიუნხენში Audi Cup-ზე ჩატარებული "რეალისა" და "ტოტენჰემის" მატჩისას (0:1) "ბლანკოსის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი გოლფს თამაშობდა. "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ უელსელმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
ესპანურმა El Confidencial-მა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბეილი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მადრიდის გარეუბანში გოლფს თამაშობდა, "რეალის" მატჩი კი 2 საათით ადრე დაიწყო.
ბეილმა კარიერის ჩინეთში გაგრძელება არ ისურვა და "რეალში" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე აპირებს დარჩენას, ანუ კიდევ 3 წელი.
მან ადრე თქვა, ფეხბურთს თუ არ მათამაშებენ, გოლფს ვითამაშებო. ჰოდა, თამაშობს.