"ბარსელონამ" ნეიმარს სთხოვა "რეალში" არ გადავიდეს

AutoSharing Option
"ბარსელონა" თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნების იმედს არ კარგავს.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონამ" ბრაზილიელს სთხოვა, "რეალში" არ გადავიდეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბი" მათზე ორჯერ უფრო უკეთეს კონტრაქტს სთავაზობს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "რეალი" მზადაა მის ტრანსფერში პსჟ-ს 120 მილიონი ევრო გადაუხადოს და ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაუთმოს.

"ბარსა" კი "პარი სენ ჟერმენს" ახალი წინადადებით მიმართავს და ტრანსფერში ნახევარმცველ კოუტინიოს ჩართვას გეგმავს.

ადრე "ბარსელონამ" განაცხადა, რომ ნეიმარის შეძენას ვერ მოახერხებენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა გადავიდეს, ბარსას ისედაც ყავს მასეთი ფეხბურთელები,რეალს უფრო ჭირდება.
ზურაბი
14:27 10-08-2019
2
არც ბარსას აკლია ბევრი ფული და არც რეალს.ვინმეს თუ უნდა ეს ფეხბურთელი დიდი თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ცოტა არ იყოს ზედმეტია.ნეიმარი კარგი ფეხბურთელია,ვისურვებდი მადრიდის რეალში მის გადასვლას.იქ მისი ადგილი ყოველთვის მოიძებნება...
კარგით რა
11:45 10-08-2019
3

სიახლეები პოპულარული