"ბარსელონა" თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნების იმედს არ კარგავს.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონამ" ბრაზილიელს სთხოვა, "რეალში" არ გადავიდეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბი" მათზე ორჯერ უფრო უკეთეს კონტრაქტს სთავაზობს.
გამოცემა ირწმუნება, რომ "რეალი" მზადაა მის ტრანსფერში პსჟ-ს 120 მილიონი ევრო გადაუხადოს და ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაუთმოს.
"ბარსა" კი "პარი სენ ჟერმენს" ახალი წინადადებით მიმართავს და ტრანსფერში ნახევარმცველ კოუტინიოს ჩართვას გეგმავს.
ადრე "ბარსელონამ" განაცხადა, რომ ნეიმარის შეძენას ვერ მოახერხებენ.