sport.es: "ბარსელონამ" ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა, ეს გზას "რეალს" უხსნის

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" პარიზულ კლუბთან ნეიმარის საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა, რისი მიზეზიც პსჟ-ის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი გახლდათ.

როგორც ჩანს, "ბარსას" წარმომადგენლებისთვის არ იყო მისაღები მოლაპარაკებების ის ფორმა, რასაც პარიზული კლუბი სთავაზობდა და ნეიმარს შეატყობინეს, რომ მის ტრანსფერს ხელს მხოლოდ პსჟ-ის ხელმძღვანელობა უშლის. ერთადერთი გზა "ბარსაში" დაბრუნებისა ნეიმარისთვის საჯარო განცხადების გაკეთებაა, სადაც ის იტყვის, რომ პსჟ-ის დატოვება და "ბარსელონაში" თამაში სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ბრაზილიელმა ეს გააკეთოს.

ნეიმარის საჯარო სიჩუმის მიზეზი მადრიდის "რეალია". ბრაზილიელ ვარსკვლავს იმდენად არ სურს
პარიზში დარჩენა, რომ თუ "ბარსასთან" გარიგება ვერ შედგა, არაა გამორიცხული, "რეალში" გადავიდეს, სადაც მას შესანიშნავ პირობებს სთავაზობენ და მოლაპარაკებებსაც ხელს არაფერი შეუშლის.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაზე მეტი დარჩა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული