პსჟ-მა "ბარსელონას" ნეიმარში 250 მილიონი მოსთხოვა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, პსჟ მზადაა, თავდამსხმელი ნეიმარი "ბარსელონას" 250 მილიონ ევროდ მიჰყიდოს.

პსჟ-ს უნდოდა, ნეიმარი "ბარსას" გარდა, ნებისმიერი კლუბისთვის მიეყიდა, მაგრამ ბრაზილიელის რეალური შემძენი არ გამოჩნდა და კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებას დათანხმდა.

ოღონდ "პარი სენ ჟერმენი" ფეხბურთელს 250 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, რაც პრობლემაა.

"ბარსა" თანახმაა, 100 მილიონი გადაიხადოს და ნახევარმცველი კოუტინიო უფასოდ დაუთმოს.

დღეს პარიზში მოლაპარაკების საწარმოებლად "ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი ერიკ აბიდალი, ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ბორდასი და აგენტი ანდრე კიური გაემგზავრნენ.

გამოცემის მტკიცებით, "ბ
არსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ ნეიმარს დაურეკა და სთხოვა, "რეალში" არ გადავიდეს.

თავად ნეიმარი დღეს პორტუგალიაში გადაფრინდა და ბრაზილიელი მომღერლის, პაულა ფერნანდესის კონცერტს დაესწრო, სადაც სცენაზე ავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული