ცუდი ამბავი "რეალის" ფანებისთვის - გუნდის ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ედენ აზარმა ვარჯიშის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო და მისი გამოჯანმრთელების ვადები ჯერ ცნობილი არ არის.

აზარს ვარჯიშის შემდეგ გამოკვლევა ჩაუტარდა და პასუხებმა სწორედ ბარძაყის ტრავმა აჩვენა. 28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი გარკვეული დროით სავარჯიშო პროცესს ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" ედენ აზარი ლონდონის "ჩელსისგან" ამ ზაფხულს შეიძინა 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აზარმა უკვე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "რეალის" მაისურით და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგრე იცის ყოველდღე ხინკლის და მწვადის ჭამამ.
gaga
11:14 17-08-2019
0
მაგრად იყო ჩაკურატებული და ესეც შედეგი...ძაიან ცუდად დაიწყო:(
emigranti
01:39 17-08-2019
0

სიახლეები პოპულარული