ესპანურმა მედიამ გაარკვია თუ რამდენი ხანი გაუცდება"ბარსელონას" ფორვარდს ლუის სუარესს, რომელმაც ტრავმა ლა ლიგის პირველ მატჩში მიიღო.
სუარესს მარჯვენა ფეხის კუნთის დაზიანება დაუდგინეს.
Marca-ს ცნობით, "ბლაუგრანას" ფორვარდი 3-4 კვირა ვერ ითამაშებს.
ჰამომდინარე აქედან 32 წლის ურუგაველი "ბარსელონას" მინიმუმ ორ მატჩში "ბეტისთან" და "ოსასუნასთან" ვერ დაეხმარება.
"ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი მატჩი "ბილბაოსთან" სტუმრად 0:1 წააგო.