ლა ლიგას პირველ ტურში საოცარი შეხვედრა გაიმართა "ვილიარეალსა" და "გრანადას" შორის. "ესტადიო დე კერამიკაზე" შეკრებილმა პუბლიკამ 8 გატანილი გოლი იხილა.
შეხვედრაში ანგარიში 11-მეტრიანი ნიშნულიდან სანტი კასორლას ზუსტი დარტყმით გაიხსნა. პირველივე ტაიმში "გრანადამ" პენალტითვე უპასუხა. მეორე ტაიმში 6 გოლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ კასორლას მსგავსად, შეხვედრაში თავი ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა - რობერტო სოლდადომ გამოიჩინა, რომელიც ამჟამად "გრანადას" ღირსებას იცავს.
17 აგვისტო, ვილიარეალი, ესტადიო დე კერამიკა
"ვილიარეალი" - "გრანადა" 4:4
1:0, კასორლა (36), 1:1 ფედე ვიკო (45+6), 2:1 მოი გომესი (53), 2:2 რუბენ პენია (62, ავტ. გოლი), 3:2 ხერარდ მორენო (65), 4:2 ჩუკუეზე (73), 4:3 სოლდადო (75), 4:4 ანტონიო პუერტასი (81)
ლა ლიგას მეორე ტურში "ვილიარეალი" გასვლაზე "ლევანტეს" შეხვდება, ხოლო "გრანადა" "სევილიას" უმასპინძლებს.